2025 წლის 25 სექტემბერს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი მასპინძლობს აღიარებულ სლოვენიელ მკვლევარს, ლუბლიანას უნივერსიტეტის კულტურის კვლევების პროფესორ მიტია ველიკონიას. იგი ქართულ აუდიტორიას წარუდგენს თავის უახლეს ნაშრომს Ukrainian Vignettes: Essays on a Culture at War (DoppelHouse Press, 2025) https://doppelhouse.com/ukrainian-vignettes/
ნაშრომი წარმოადგენს ომში მყოფი უკრაინის ილუსტრირებულ ქრონიკას. 2023-2024 წლებში მიტია ველიკონია რამდენჯერმე იმყოფებოდა უკრაინაში, გადაიღო ომის კულტურის ათასობით ნიმუში - საგზაო ნიშნები, ბილბორდები, მურალები, არასანქცირებული გრაფიტი. ნაშრომი ითარგმნა სხვადასხვა ენაზე, გამოიცა ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნომინირებული იყო სლოვენიის წლის საუკეთესო წიგნის ჯილდოზე.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, დამსწრე საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, გაესაუბროს ავტორს და დაუსვას კითხვები მისთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრა გაიმართება 17.00 საათზე, თსუ I კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია.